Wednesday, December 5, 2012

მიუწვდომელ წერტილამდე მანძილი .


პროექტი
პროექტის სახელწოდება:     მიუწვდომელ წერტილამდე მანძილი .
პროექტის მთავარი იდეა : სინუსეისა და კოსინუსების თეორემის გამოყენება პრაქტიკაში
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები იყენებენ გამზომ ხელსაწყოებს კოსინუსების და სინუსების თეორემის გამოყენებით  პოულობენ  მიუწვდომელ წერტილამდე მანძილს და მაღალი ობიექტის სიმაღლეს
მიზნები და შედეგები :სინუსების და კოსინუსების თეორემების ცოდნის საშუალებით მათემატიკური დებულებების გამოყენების უნარის გამომუშავება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას 
მონაწილეთა ასაკი: 15წელი
ვადები:3 დღე
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:კუთხის მზომი ხელსაწყო კალკულატორი ფოტოაპარატი საზომი ხელსაწყოები სახაზავი  მანძილის საზომი ,ურცელი და კალამი
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები შეიკრიბებიან  სკოლის ეზოში გავაცნობ პროექტის გეგმას, გავუნაწილებ მათ დავალებებს. კლასს დავყოფ ოთხ  ჯგუფად.
პირველ ჯგუფს მივცემ დავალებას განსაზღვრონ სამების ეკლესიის სიმაღლე  
მეორე ჯგუფს ევალება იპოვოს მანძილი მდინარის ერთი ნაპირიდან მეორემდე.
მესამე ჯგუფი განსაზღვრავს თემქის   მონუმენტური ძეგლების სიმაღლეს
მეოთხე ჯგუფს ევალება თვალყური ადევნოს თითოეულს ჯგუფს. სამივე ჯგუფი წარუდგენს ნამუშევრებს. ეს ჯგუფი შეაფასებს გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეიტანს შესწორებებს, მოახდენს ბუნებაში მოპოვებული ინფორმაციის ფურცელზე გადატანას და ამის შემდეგ მოხდება პროექტის პრეზენტაცია  ასეთი სახის პროექტები მოსწავლეებს დაამეგობრებს ერთმანეთთან  გაუღვიძებს ინტერესს საგნისადმი  ხელს შეუწყობს მოსწავლეებს უფრო კარგად დაეუფლონ ცოდნას .მიაღწიონ იმ შედეგებს რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mklimiashvili@gmail.com
პროექტის ბლოგი: http://mklimiashvili.blogspot.com/